პასუხისმგებლობით თამაში

სამორინე ივერია წარმოადგენს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აზარტული თამაშების ოპერატორს, რომელსაც ესმის აზარტული თამაშების ყველა პოტენციური რისკი.


სამორინეს სტუმრების უმეტესობა ერთობა აზარტული თამაშებით, როგორც გართობის ერთ-ერთი სახეობით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონტროლს კარგავენ თამაშისას.

გახსოვდეთ:

1.  თუ აზარტულ თამაშებს თამაშობთ, აკეთეთ ეს მხოლოდ გართობის მიზნით

2.  წაგებული თანხა განიხილეთ,  როგორც თქვენი გართობის საფასური, ხოლო მოგება - როგორც ბონუსი

3.  დააწესეთ დროის ლიმიტი და დაიცავით ის - შეწყვიტეთ თამაში დადგენილ დროს, მიუხედავად იმისა, იგებთ თუ არა

4.  დააწესეთ ბიუჯეტი და დაიცავით ის - განსაზღვრეთ, რა თანხის წაგება შეგიძლიათ და რა თანხის დახარჯვა გსურთ

5.  იქონიეთ წაგების მოლოდინი - შანსები თქვენს წინააღმდეგაა და წაგება თამაშის ნაწილია  

6.  არ ითამაშოთ აზარტული თამაშები კრედიტში - არასოდეს ისესხოთ ფული თამაშისთვის

7.  აზარტული თამაშები არ წარმოადგენს თქვენი ფინანსური, ემოციური ან სოციალური პრობლემების მოგვარების საშუალებას

8.  აზარტული თამაშები თქვენი დროის შედარებით მცირე ნაწილს უნდა იკავებდეს

9.  ერიდეთ  წაგებული ფულის „დევნას“. რაც უფრო მეტად შეეცდებით დანაკარგის ანაზღაურებას, მით უფრო დიდი იქნება თქვენი ზარალი.

10. აზარტული თამაშები არ უნდა გიშლიდეთ ხელს მეგობრებთან, ოჯახთან ურთიერთობაში, სამსახურში ან სხვა სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და არ უნდა ანაცვლებდეს მათ.

 

პრობლემა გაქვთ?

თუ გრძნობთ, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, სამორინე ივერია რეკომენდაციას გაძლევთ გადახედოთ შემდეგ შეკითხვებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში (დიახ), გთხოვთ მიმართოთ პროფესიონალ კონსულტანტს.

1. გიშლით თუ არა აზარტული თამაშები ხელს მუშაობაში ან თქვენი მოვალეობების შესრულებაში?

2. თამაშობთ თუ არა აზარტულ თამაშებს იმისთვის, რომ მოწყენილობას გაექცეთ?

3. გისესხებიათ თუ არა თანხა ან გაგიყიდიათ თუ არა რაიმე აზარტული თამაშების სათამაშოდ?

4. მოგიტყუებიათ თუ არა ოდესმე, რათა დაგეფარათ აზარტულ თამაშებზე დახარჯული თანხა ან დრო?

5. თამაშობთ თუ არა აზარტულ თამაშებს მანამ, სანამ მთელ ფულს არ წააგებთ?

6. ცდილობთ თუ არა წინა აზარტული თამაშებისას წაგებული თანხის კომპენსირებას?

7. გამოიწვია თუ არა აზარტულმა თამაშებმა თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები, სტრესისა ან შფოთვის ჩათვლით?

8. თამაშობთ თუ არა აზარტულ თამაშებს ალკოჰოლისა ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ?

9. დაკარგეთ თუ არა ინტერესი ოჯახის, მეგობრების ან ჰობის მიმართ აზარტული თამაშების გამო?

10. გამოიწვია თუ არა აზარტულმა თამაშებმა თქვენი ან თქვენი ოჯახის ფინანსური პრობლემები?

 

თვითშეზღუდვა

თუ აზარტული თამაშებისგან თავის შეკავება გსურთ, ჩვენ გთავაზობთ თვითშეზღუდვის მომსახურებას. თვითშეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი ანგარიში დახურული იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არ მოხდება მისი ხელახალი გააქტიურება არც ერთ შემთხვევაში, შეზღუდვის პერიოდის განმავლობაში.

თუ თვითშეზღუდვას აპირებთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ აზარტული თამაშების ყველა კომპანიას, სადაც ანგარიშები გაქვთ გახსნილი და სთხოვეთ, მათაც მოახდინონ თქვენი თვითშეზღუდვა.

 

თამაშს არ შეუძლია თქვენი გაკონტროლება!