Club Iveria

მრავალპროფილიანი საინვესტიციო კომპანია ივერია გრუპი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს, სათამაშო და გასართობი ცენტრების მართვას, ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას, წარმოგიდგენთ ახალ ლოიალურობის სისტემას - Club Iveria.

Club Iveria – ეს არის საშუალება დააგროვოთ განსხვავებული ტიპის პრივილეგიები და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის უპირატესობებით. Club Iveria-ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ: ექსკლუზიური შეთავაზებებით, ფასდაკლებებით, საჩუქრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით და სხვა მრავალი უპირატესობით.

Club Iveria-ს მიზანია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალი დონის მომსახურება, გაუადვილოს წვდომა სხვადასხვა ობიექტებზე და შესთავაზოს განსხვავებული, მაღალი დონის პროდუქტები და მომსახურებები.

Club Iveria-ს შესაძლებლობები განისაზღვრება საწევრო ბარათის სტატუსით, რომელიც დაყოფილია 4 კატეგორიად: Classic, Silver, Gold და VIP. 

ამ ეტაპზე, საწევრო ბარათის გადმოცემა ხდება სამორინეში ვიზიტის დროს. თავდაპირველად მოთამაშეს გადაეცემა Classic-ის ტიპის საწევრო ბარათი, რომლის სტატუსის გაუმჯობესებასაც მომხმარებელი შეძლებს თამაშის პროცესში.

რეგისტრაციის დროს, გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რათა გახდეთ Club Iveria-ს წევრი. კლუბის წევრობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს.